რეზონანსი
18.05.2019

 ჭიათურის მაღაროს თანამშრომლებმა, ქალაქის მერიის წინ კარვები გაშალეს. მაღაროელების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, შიმშილობაა არ შეწყვეტენ. ჭიათურაში 15–მა მაღაროელმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

გაფიცულები ხელფასების 50%-ით ზრდას, სამუშაო პირობებისა და ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას, ქალაქში ეკოლოგიური ვითარების გამოსწორებას მოითხოვენ. მოთხოვნები ადმინისტრაციას წერილობით უკვე გადაეგზავნა.

„პროტესტი გრძელდება, ვიდრე მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ჩვენ აქ მოვიტანეთ კარვები და ღამესაც კარვებში გავათევთ. თუ არ შეგვისრულებენ მოთხოვნას, ჭიათურა კარვების ქალაქად გადაიქცევა“, - აცხადებენ მაღაროელები.

გაფიცულები ასევე სამუშაოზე დაბრუნების შემთხვევაში გაცდენილი დღეების ანაზღაურებას და სამსახურიდან სხვადასხვა მიზეზით გათავისუფლებული თანამშრომლების აღდგენას ითხოვენ.

(რუსთავი2)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×