რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) ძიძობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება, სერტიფიცირება კი ნებაყოფლობითი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩანაწერი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტშია გაკეთებული, რომლის პირველი მოსმენა პარლამენტში უკვე გაიმართა.

ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის ნებაყოფლობითი სერთიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს განსაზღვრავს დებულება ,,ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები“, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,“ - აღნიშნულია კანონპროექტში.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ პროექტი კი პარლამენტში 2019 წლის 13 თებერვალს წარადგინეს, მისი ავტორები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×