(რეზონანსი) მაიამი კოლინზის ავენიუ 2201, ბინა 318 - ამ მისამართზეა რეგისტრირებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უძრავი ქონება.
აპარტამენტის ზუსტი ღირებულება უცნობია, მაგრამ ფასი მილიონ დოლარს აღემატება
საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკის“ ცნობით, სტენ გრუნსკის მიერ ჩატარებული კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა მაიამიში ფეშენებელური აპარტამენტი ბიძასთან, თემურ ალასანიასთან კონსულტაციით შეიძინა. საცხოვრებელ კომპლექსს ხედები ოკეანისა და ეზოს მხარეს აქვს, ბინების ფასი კი მილიონნახევარი დოლარიდან იწყება.
რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილს ნიუ იორკში მცხოვრებ თემურ ალასანიასთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი აქვს. რეპორტაჟში ასევე საუბარია იმ ძვირადღირებულ სასტუმროებზე, სადაც გაჩერების უფლებას თავს ყოველი მეორე ვერ მისცემს და ბრენდული მაღაზიები, რომლის ხშირი სტუმარიცაა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.