რეზონანსი
18.05.2019

 ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ დელფინის გამორიყვის ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა. იანვრიდან დღემდე ზღვამ სულ 50 დელფინი გამორიყა. 

„მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია - შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე ნავიგაციური ტრავმა, სათევზმეურნეო ფაქტორი, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი. დელფინებზე დამწვრობისა ან აფეთქების შედეგად მიყენებული რამე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“, - განაცხადეს სააგენტოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×