რეზონანსი
18.05.2019

 ტაილანდში, ჩრდილოეთით მდებარე ერთერთ სოფელში, ძაღლმა სახელად პინგ პონგმა ცოცხლად დამარხული ჩვილი ბავშვი გადაარჩინა. ბავშვი სავარაუდოდ მისმა 15 წლის დედამ დამარხა, რათა ოჯახის რისხვა აეცილებინა თავიდან.

ძაღლის პატრონის განცხადებით, ძაღლმა მოულოდნელად ყეფა ატეხა, სახლთან ახლოს მდებარე მინდორში გაიქცა და მიწის თხრა დაიწყო. ადგილზე მისულმა პატრონმა მიწიდან ჩვუილი ბავშვის ფეხი დაინახა და სასწრაფოდ ამოთხარა ბავშვი.

ჩვილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ ექიმებმა განაცხადეს, რომ ის სრულიად ჯანმრთელია და სიციცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ პინგ პონგი კოჭლია, იგი ცალ თათს ვერ იყენებს, მას შემდეგ რაც მას მანქანა დაეჯახა.

ბავშვის დედა დაკავებულია, იგი ჩადენილს ინანიებს და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისმა მშობლებმა ჩვილი მიიღეს და აცხადებენ, რომ შვილიშვილს სათანადოდ აღზრდიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×