რეზონანსი
18.05.2019

 საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "ფლიქსბუსის" რეისზე დაბადებულ გოგოს 18-წლიანი ულიმიტო აბონემენტი გადაეცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

შემთხვევა ბარსელონა-ბრიუსელის მარშრუტის რეისზე მიმავალ ავტობუსში, საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხდა. 

„პარიზიდან 40 კილომეტრში ვიყავით, როდესაც მგზავრი მოვიდა და გვკითხა, როდის ჩავალთ ბრიუსელში. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე მშობიარობდა. ავტობუსი უახლოეს გაჩერებამდე მივიყვანე, ჩემი კოლეგა კი საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. ავტობუსში მყოფ მგზავრებს გამოვუცხადე, რომ ერთ-ერთი მგზავრი მშობიარობს და ექიმების მოსვლის შემდეგ დანარჩენი მგზავრები გაჩერებაზე ჩავიყვანე“, - ამბობს ავტობუსის მძღოლი გიიომი.

ექიმები ავტობუსში ავიდნენ, ნახევარ საათში კი ავტობუსიდან ახლად დაბადებული გოგო და მისი დედა გამოიყვანეს და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ომპანიის ინფორმაციით, ავტობუსი გაჩერებაზე 3:30 საათზე გაჩერდა, გოგო სახელად ზენეპი კი 3:42 საათზე დაიბადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×