რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნების პირობა დადო. ამის შესახებ ზელენსკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ პოსტში წერს.

„დღეს ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავია. ეს დღე გვახსენებს, რომ შეიძლება გაანადგურო ადამიანები, მაგრამ არა მთელი ხალხის სულისკვეთება. ყირიმელი თათრები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ დღეს მათ ისევ რეპრესიები შეეხო, ვინაიდან ოკუპირებულ ყირიმში ისინი უკრაინისადმი ერთგულნი რჩებიან.

მჯერა, რომ ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ. როგორი გრძელიც არ უნდა იყოს გზა ყირიმის დაბრუნებამდე, ჩვენ მას მათთან ერთად გავივლით. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე გრძელ ღამესაც კი განთიადი მოსდევს!“ - წერს ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×