რეზონანსი
18.05.2019

 (რეზონანსი) სომხეთის დედაქალაქ ერევანში პირველი ინსტანციის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სასამართლოში ქოჩარიანს თავდებში თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელი ბაქო სააკიანი და მისი წინამორბედი არკადი ღუკასიანი ჩაუდგნენ და გირაოს სახით 1 მილიონი სომხური დრამი (2000 დოლარი) გადაიხადეს. 

გასული წლის 26 ივლისს ქოჩარიანს ბრალი კონსტიტუციური წყობის დამხობასა და 2008 წლის 1 მარტის აქციის დარბევისთვის წაუყენეს, 28 ივლისს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, თუმცა 14 აგვისტოს ის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

7 დეკემბერს ქოჩარიანი ისევ დააპატიმრეს, მიმდინარე წლის 12 თებერვალს კი მას კიდევ ერთი ბრალდება - დიდი რაოდენობით ქრთამის აღება წაუყენეს.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის პოსტს 1998-2008 წლებში იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×