რეზონანსი
19.05.2019

 შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აცხადებს, რომ  გუშინ ზუგდიდში გასროლა საბრძოლო იარაღიდან არ მომხდარა

„ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცედენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის, ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებით არის კონცენტრირებული.

მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. თუმცა, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გაერკვევა დეტალურად ბოლომდე რა მოხდა, რა თქმა უნდა, ეს პიროვნება, როგორც ვიცი, არის დაკავებული“, - განაცხადა გახარიამ.

ზუგდიდის #87 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“  დამკვირვებელ ზოია ქვარცხავას იარაღი დაუმიზნეს და შემდეგ ჰაერში გაისროლეს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 2 მოქალაქე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×