რეზონანსი
19.05.2019

 სამეგრელოში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სოფელ კოკში მობილიზებული არიან

დიდი ოდენობით სამართალდამცველები. ხელჩართული ჩხუბის შედეგად დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

დაპირისპირების მიზეზი კოკის N97 საარჩევნო უბანში თავმჯდომარის მიერ შეცდომით დაწერილი საჩივარი გადა, რაც გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. ისინი ამის შემდეგ საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ასევე ენმ-ს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი. ადგილი ჰქონდა როგორც მათ შორის, ასევე აქტივისტებსა და კომისიის წევრებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

კადრებში ჩანს რომ "ქართული ოცნების" აქტივისტი პოლიციამ მანქანში ჩასვა და წაიყვანა, თუმცა შსს ამ დროისთვის არ აკონკრეტებს დაკავებულია თუ არა საარჩევნო უბნიდან წაყვანილი პირი.

„ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა იმის, რომ სადაც მშვიდად მიმდინარეობდა არჩევნები ჩვენს უბანში ეს არის კოკის, ხურჩას და ორსანტიას მიმართულებით, ნაციონალური მოძრაობა როგორც კი გამოჩნდა დაიწყო ძალადობა დაიწყო პროვოკაცია. ეს იყო პროვოკაცია“, - განაცხადა ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×