რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) უკვე დაიწყო სპეცოპერაცია - კრიმინალების მობილიზება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ზუგდიდის 18-ე საოლქო საარჩევნო უბანთან, არჩევნების მიმდინარეობის პროცესის კომენტირებისას განუცხადა.

ვაშაძის თქმით, "რუხში დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, კოკში კრიმინალებმა ცემა-ტყეპა დაიწყეს, 18-ე უბანზე 50 ბანდერლოგი ფირსირდება, რომელთაც აქვთ მითითება, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია".

"ამის მიუხედავად, არის 5 000 დამკვირვებელი, 200-ზე მეტი ლაივ -კამერა, 300-ზე მეტი დრონი და სტაციონარული კამერა - ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთო ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნები დედის იავნანად მოეჩვენებათ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×