ნათია ფეხშველაშვილი
19.05.2019

 „მგონია, რომ მეორე ტური მეტგან გაიმართება", - ასე ეხმაურება, ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნო უბანზე გაკეთებულ განცხადებას, ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე.

„მგონია, რომ მეორე ტური მეტგან გაიმართება, მაგრამ თუ ივანიშვილის მოსაზრებიდან გამოვალთ, ვფიქრობ, ის გულისხმობდა ზუგდიდსა და მთაწმინდას. მე არ გამოვრიცხავ, რომ მეორე ტური გაიმართოს მარნეულშიც და ჭიათურაშიც", - აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ივანიშვილის განცხადება პირველივე ტურში გამარჯვების შესახებ მხოლოდ მისი მოსაზრებაა.

„ალბათ მისი მოსაზრებაა. არ მგონია რაიმე კვლევებს ეყრდნობოდეს, თუმცა, მგონია, რომ ზუსტად ზუგდიდში და მთაწმინდაზე ფიქრობს, რომ მეორე ტური იქნება. ვფიქრობ, რაიმე კვლევებს არ ეყრდნობა მისი განცხადება, ეს ალბათ მხოლოდ მისი მოსაზრებაა", - განაცხადა ვახნაგ ძაბირაძებ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა:

„მეორე ტურის ალბათობა ორ ოლქში არსებობს, თუმცა იქაც ჩვენი კანდიდატების უპირატესობა დიდია და დიდი ალბათობით, პირველსავე ტურში უნდა გაიმარჯვონ „ქართული ოცნების" კანდიდატებმა."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×