რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე,- ასე მიმართა მთაწმინდაზე საუბნო კომისიის წევრმა ერთ-ერთ ამომრჩეველს.

"ჩემი საყვარელო ახალგაზრდა შენობის გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე. შენ კი გაგეცინა ამ საკითხე, მაგრამ ჩაიტკბარუნე პირი. ბავშვია და სხვანაირად ვერ მივმართავ", - უთხრა კომისიის წევრა ამომრჩეველს.

„გირჩის" აქტივისტები მთაწმინდის მე-4 საარჩევნო უბანზე კანფეტებს არიგებენ. ტკბილეულზე პარტიის სიმბოლიკაა გამოსახული და წერია „თავისუფლება ტკბილია".

აქვე შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×