რეზონანსი
19.05.2019

 (რეზონანსი) პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24- ე საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი ადგილობრივი დანო თურქოშვილი მივიდა და კომისიის წევრებს კექსი და ყვავილები გადასცა. თურქოშვილს თან ბატკანი ახლდა.

საჩუქრების გადაცემის შემდეგ, თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა.

მისი განაცხადებით, ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და კექსი კომისიას მარხვის გამო გადასცა.

საჩუქრის მიღებას არ ადასტურებს კომისიის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ფაქტი მათთვის მოულოდნელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×