ნათია ფეხშველაშვილი
19.05.2019

 „რულოვსის კანდიდატად დასახელება უკვე თავისთავად პროვოკაციაა მათი მხრიდან“,- „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნუკრი ქანთარია საარჩევნო პროცესს აფასებს და იმედოვნებს, რომ ყველაფერი პირველივე ტურში გადაწყდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ თავის ნაცად ხერხებს იყენებს. ხშირად მითქვამს, რომ რულოვსის კანდიდატად დასახელება უკვე თავისთავად პროვოკაციაა მათი მხრიდან, თუმცა ამასაც არ ჯერდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ სხვა სიბრტყეში გადაიტანონ. ეს აბსოლუტურად ნათელია. მთავარია, რამდენად უხეშად დაარღვევენ და რამდენად იქნება მათი ქმედებები კანონსაწინააღმდეგო, ამის შემდეგ უკვე კანონი ჩაერევა“, - აცხადებს ქანთარია. 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი სააკაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია და ყვირილი საზღვარს მიღმა, ხოლო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში სააკაშვილს „მატროსოვის“ ციხე ელოდება. 

„ეს მორიგი სააკაშვილია. გასაგებია საითაც მიჰყავს სიტუაცია. მაქსიმალურად ცდილობს ძველი ხერხების გამოყენებას, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას არ აყვება. იქიდან ყვირილი გამოსდის, სანამ არ გადმოლახავს საზღვარს და თუ გადმოლახავს მიიღებს „მატროსოვს“,- აღნიშნა ქანთარიამ.

იგი შს მინისტრის სამეგრელოში ჩასვლის შესახებ საუბრობს. მისი აზრით, ამაში გასაკვირი არაფერია.

„ძირითადი ცხელი წერტილი უნდათ რომ შექმნან ზუგდიდში და ბუნებრივია შს მინისტრმა მოინდომოს იქ ყოფნა და ნახოს, თუ რამდენად არიან მობილიზებულები მისი სამსართალდამცველები კანონდარღვევის აღსაკვეთად“,- განაცხადა დეპუტატმა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, ზუგდიდში ნაკლებამ მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა „ქართული ოცნება“ ამისთვისაც მზად არის.

„დანარჩენი ამომრჩეველზეა დამოკიდებული და ვნახავთ დღის ბოლოს როგორ გადაწყდება. იმედი მაქვს, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ ზუგდიდში. თუ მეორე ტური დაინიშნა, ეგეც არ იქნება ტრაგედია, ეს დემოკრატიული პროცესის თანმდევი ნაწილია და თუ იქნება ასეთი რამ, ჩვენ მზად ვართ. 

„თუმცა, მეეჭვება ზუგდიდში ეს მოხდეს. როდესაც შეგნელიასა და რულოვს შორის არის არჩევანი, იმედი მაქვს, რომ თავისი კუთხის შვილს აირჩევს ზუგდიდის მოსახლეობა“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×