რეზონანსი
19.05.2019

 პანკისის ხეობაში ხალაწნის თემის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული გამოვლინდა. ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემებით, 577 ხმით ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარის მანდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, როსტომ ალხანაშვილმა მოიპოვა.

საკრებულოს შუალედური არჩევნები ორ უბანში მიმდინარეობდა. დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად 11 კანდიდატი იბრძოდა.

ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×