რეზონანსი
19.05.2019

 როგორც ჩანს, მთაწმინდის პირველ საარჩევნო ოლქში მეორე ტური გაიმართება. ეს ინფორმაცია დაადასტურა "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ, რომელმაც პირდაპირ ეთერში პირველადი შედეგები გაასაჯაროვა.

"ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია უბნების 1/3-დან. უმეტესობაში ვიმარჯვებთ, მაგრამ ხმების საერთო რაოდენობით სახელისუფლებო კანდიდატი ცოტათი ლიდერებს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის ხმების საერთო ოდენობა აღემატება "ქართული ოცნების" კანდიდატის ხმებს. ასე რომ, მეორე ტური ნამდვილად იქნება და მე უპირატეს მდგომარეობაში ვიქნები", - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×