რეზონანსი
19.05.2019

 პარლამენტის თავმჯდომარემ სპეციალურ ბრიფიგზე არჩევნების წინასწარი მონაცემები წარადგინა:

"ჩვენ ხელთ უკვე გვაქვს პირველადი მონაცემები, რომელსაც წამოგიდგენთ: ზუგდიდში ლიდერობს გეგა შენგელია. მან ხმების  54.8% მიიღო. მარნეულში კი გაიმარჯვა ზაურ დარგალმა - 78.75%-ით. ზესტაფონში ლიდერობს გიორგი გოგლიჩიძე - 50.53%-ით, ჭიათურაში - გიგი მოდებაძე 65.39%-ით, ხულოში ავთანდილ ბერიძე - 67.1%-ით", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მთაწმინდას, პარლამენტის სპიკერი ადასტურებს, რომ იქ იქნება მეორე ტური, რადგან მათმა კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო 40,92%.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×