ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებს წინდაუხადევი განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ. მას არ დაუკონკრეტებია, თუმცა, სავარაუდოდ, კრიტიკის ადრესატი მიხეილ სააკაშვილია.
"არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება. არ შეიძლება და არაფერი არ ავნებს ამომრჩეველს ისე, როგორც გულზე მჯიღის ცემა - ეხლა მოვალ და არ მოდიხარ. ჩვენ თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა...
ბევრი ოპოზიციონერი ლიდერი გამოდის და ამბობს, რევოლუციას დავიწყებო და არ იწყებს, მათ შორის ჩემი პარტიის წევრებიც და სხვა ოპოზიციონერებიც", - აცხადებს ნიკა მელია.
მისივე თქმით, გაყალბების შესახებ, რომ ისაუბრო რეალური მტკიცებულებებია საჭირო.
(პრაიმტაიმი)