რეზონანსი
20.05.2019

 მიხეილ სააკაშვილი საქართველოში  დღეს ჩატარებულ არჩევნებს სოციალურ ქსელში  "ლაივ-ჩართვით" ეხმაურება და აცხადებს, რომ  ის გაჩერებას არ აპირებს.

"მე მხარს ვუჭერ და ვუერთდები სანდრას მოწოდებას. ივანიშვილმა გააუქმა არჩევნები და ჩაიდო ჯიბეში. იმისათვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები, ერთადერთი არის ივანიშილის მმართველობის მოშორება. ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა  ვიბუზღუნეთ და დავიშალეთ. ვერ ეღირსებიან“. - განაცხადა სააკაშვილმა.

ის, საქართველოს მოსახლეობას მშვიდობიანი ტალღის შექმნასა და მობილიზაციისკენ მოუწოდებს.

"ახლა დროა დარაზმვის და ერთ მუშტად შეკვრის და მშიდობნიანი ტალღის შეკვრის.  სანდრა და სხვა ლიდერები, ყველაგნ უნდა დაუპირისპირდეთ უსამართლობას, ცინიზმს და ტყულის. ბანდიტურ რეჟიმს. მხარს ვუჭერ სანდრას ინიციატივას და ერთი სული მქავს შემოგიერთდეთ დიდ ტალღაში. ხვალიდან იწყება ქმედება. უნდა მიხვიდეთ უკლებლივ ყველა ყველა ქალაქში, ყველა ქუჩაზე… სანდრა არ დაიღლება, მე არ დავიღლები და იმედია, თქვენც არ დაიღებით", - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×