რეზონანსი
20.05.2019

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ არჩევნების შეჯამებისას განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერასდროს შეძლებს "მათი მეთოდებით ხულოში ნდობის მოპოვებას". კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძის თქმით, "შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო".

"ხულოში შემოსასვლელში არის ძალიან ლამაზი სოფელი - ჩაო. "ჩაო" ნიშნავს, როგორც გამარჯობას, ასევე დამშვიდობებას. იმ დესანტს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ აქ გადმოასხა და გარკვეული ილუზიები შეუქმნა, მათ შორის მათ პარტიულ ხელმძღვანელებსაც, რომ აქ ნდობის მოპოვებას შეძლებდნენ, ახლა ის დროა  ჩაიარონ ამ სოფელში ბოლოს, ახლა უკვე დამშვიდობების დროა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×