რეზონანსი
20.05.2019

 ბათუმში, ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები დააკავეს.  დაკავების ოპერაცია სუსის ანტოკორუფციულმა სააგენტომ ჩაატარა. ინფორმაციაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

უწყებაში არ აკონკრეტებენ დაკავების მიზეზს, თუმცა ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია ვიტ-ჯორჯის 4 ფეხბურთელი, რომლებსაც, სავარაუდოდ, სუს-ი მატჩების გაყიდვას ედავება.

ფეხბურთელები 19 მაისს საღამოს, ბათუმში, ანგისის ბაზიდან აიყვანეს. "დინამო" ბათუმთან მატჩის დასრულების შემდეგ, სამართალდამცველებმა გასახდელები დაბლოკეს და სპორტსმენები დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×