ია აბულაშვილი
20.05.2019

 "ეს არჩევნები მოვლენებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა უპირატესობა და ეს გამოიყენა, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე და თუ ისევ ამ სტილში გააგრძელებს ქმედებებს, 2020 წელსაც იგივე შედეგს მიიღებს"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე შუალედური არჩევნების შედეგებს.

"საზოგადოების აქტივობა იყო დაბალი და ეს ახასიათებს შუალედურ არჩევნებს, თუმცა პირველი და მნიშვნელოვანი, რაც გამოიკვეთა, არის, ის, რომ ხელისუფლება, რომელიც განსაკუთრებით შეეცადა მაქსიმალური მობილიზება ყოფილიყო, მათ შორის ზუგდიდში, ეს მოახერხა და თავისი მომხრეების 80%-ის მიყვანა შეძლო, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე.

"თუ ოპოზიციის დასკვნა იქნება ის, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ხელების გადაგრეხვით მოიგო არჩევნები, ეს იქნება პიარი და არ წაადგება. ამიტომ რეალური დასკვნები უნდა გააკეთოს და სწორად უნდა დაგეგმოს თავისი მომავალი, რათა სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს საპარალამენტო არჩევნებში, სადაც ამომრჩევლის აქტივობა შუალედურ არჩევნებთან შედარებით იქნება მაღალი, დაახლოებით მთელი მოსახლეობის 60%.

"მოსალოდნელია თუ არა საპროტეტსო აქციები - შეიძლება პარტაქტივი და მათი მხარდამჭერები ამისთვის მზად იყოს, მაგრამ, არა მგონია, რომ საზოგადოებაში ქუჩის აქციების და რევოლუციის სულისკვეთა იყოს, მითუმეტეს, როცა ასეთ მოწოდებებს "ნაციონალური მოძარობა" და სააკაშვილი აკეთებს.

"ფაქტია, მისმა განცხადებებმა, ხელისუფლების სასარგებლოდ უფრო იმუშვა, ვიდრე ოპოზიციის. კი ბატონო, სანდრამაც ჩაიცვას რკინის ქალამნები და შემოიაროს ქვეყანა, მაგრამ მერე რა?

"როგორც ჩანს, ამდაგვარ მოწოდებებს თავად პარტიაშიც ემიჯნებიან და "ნაციონელების" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადება, ჩემი გადმოსახედიდან იყო სწორი მიდგომა.

"მართალია, არის ნიჰილიზმი, ხელისუფლებისადმი საზოგადოების კრიტიკული დამოკიდებულება, მაგრამ არავის უნდა რევოლუცია, უნდათ სტაბილურობა. ამიტომ, თუ ოპოზიცია ისევ ამ სტილში გააგრძელებს მოქმედებას, 2020 წელსაც იგივე შედეგს მიიღებს"- განაცხადა "რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

"მაგრამ თუ ოპოზიცია სწორად დაგეგმავს თავის მომავალს, შეიძლება სერიოზული წარმატებაც მიაღწიოს."- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე შუალედურ არჩევნებში ოპოზიციისა და ხელისუფლების შედეგებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×