თამთა ჩაჩანიძე
20.05.2019

 პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „რეზონანსთან" 19 მაისის შუალედური არჩევნები შეაფასა, იგი ამბობს, რომ როდესაც პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩევლის გემოვნებას, იგებს ხელისუფლების რესურსი.

გია ხუხაშვილი: ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური ელიტა ვერ პასუხობს ამომრჩევლის გემოვნებას, იგებს რესურსი და რესურსი, ბუნებრივია, ხელისუფლების ხელშია და შესაბამისად შედეგიც კანონზომიერია.

„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ხალხის წინასაარჩევნო განწყობა ცესკოს შედეგებს?

გ.ხ: ხალხის განწყობა მთელი პოლიტიკური ელიტის მიმართ ნიჰილისტური და სკეპტიკურია, არავისი არ სჯერათ, ისინი ვერ ხედავენ ისეთ პოლიტიკურ ცენტრებს ქვეყანაში, რომლის იმედიც აქვთ, რომ რაღაც განახლება იქნება და შეიძლება უზრუნველყოს უკეთესი მომავალი და ეს შედეგიც აქედან გამომდინარეა.

„რ": სანდრა რულოვსი სპროსტესტო ქციებს ანონსებს, ამაზე რას ფიქრობთ, რამდენად გამოუვა მას მიზნის მიღწევა?

გ.ხ: არასერიოზულია ეს ყველაფერი, კი ბატონო ისინი იხმაურებენ და „ნაციონლური მოძრაობა" ისეთი პარტიაა, თუ შეუძლიათ, ხმაურობენ მაქსიმალურად, მაგრამ ამით პოლიტიკური სიტუაციის შექმნა ქვეყნაში შეუძლებელია.

პროტესტი მათი უფლებაა, იხმაურებენ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრობის" მხრიდან ვითარების შეცვლა შეუძლებელია, რატომ არის შეუძლებელი? იმიტომ, რომ თვითონაც კომპრoმეტირებული ძალაა და კომპრომეტირებული ძალების ბრძოლის ველად იქცა ეს ქვეყანა.

მოსახლეობას არ უნდა არც ერთი და არც მეორე მხარე, ეძებს მესამე არჩევანს, რომელსაც სამწუხაროდ პოლიტიკური ბაზარი ვერ სთავაზობს.

„რ": მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტური გარდუვალია, როგორ განიხილავთ კანდიდატების შანსებს?

გ.ხ: რატომღაც მგონია, რომ შალვა შავგულიძეს აქვს მღალი შანსები, თუ კარგად იმუშავეს და მოახერხებს ამომრჩევლის მობილიზებას.

„რ": ამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას" 2020-ის სპარლამენტო არჩევნებზე?

გ.ხ: 2020 წლისთვის თუ პოლიტიკური ბაზარი გაიხსნა, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მულტიპარტიულ პარლამენტს და პოსტსაარჩევნო კოალიციების შექმნა ხელისუფლების ფორმირებისთვის იქნება გარდაუვალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×