რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) ვთვლი, რომ აქციები უნდა დაიწყოს და ეს აქციები უნდა იყოს საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა არჩევნებსა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სიტყვა რევოლუცია ხალხს აშინებს, სიტყვა გარდაქმნით შეიძლება შეიცვალოს.

„სიტყვა „რევოლუცია" აშინებთ ხოლმე. „გარდაქმნა" შეგიძლია მოთავსდეს კანონის და სამართლის ფარგლებში. არ არის საჭირო, ურო დაიჭირო ხელში და თავში ჩაარტყა ვინმეს, მით უმეტეს შენს თანამოქალაქეს.

ჩვენ ეს ჭუჭყი და სიბინძურე გავიარეთ და ამას ქვეყანა ვერ გადაიტანს. მაგრამ კანონის და სამართლის ფარგლებში აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამ საარჩევნო სისტემით ნებისმიერს დაგვისვამს ოლიგარქი ნებისმიერ თანამდებობაზე. აუცილებლად გავყვები აქციებში. სააკაშვილმა თქვაო... მე სააკაშვილის ნათქვამი არ მაინტერესებს. დიახ, მე ვთვლი, რომ აქციები უნდა დაიწყოს და ეს აქციები უნდა იყოს საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო, როგორც 7 ნოემბერს ვაკეთებდით", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×