რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) დღეს უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ საინაუგურაციო კონცერტზე ქართველი მომღერალი ბუბა კიკაბიძე მიიწვიეს, რომელიც ვლადიმირ ზელენსკისთან კარგა ხანია მეგობრობს.

მიწვევის მიუხედავად ქართველმა მომღერალმა უკრაინაში ჩასვლა ვერ მოახერხე. მიზეზს კი კიკაბიძის პროდიუსერი რატი აბზიანიძე გამრატავს.

"პარიზში ქართული ეკლესიის ასი წლის იუბილეზე იყო მიწვეული, სადაც სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლებიც მონაწილეობენ. ისე დაემთხვა, რომ ზელენსკის ინაუგურაციაც დღეს არის და პარიზის კონცერტიც", - ამბობს ის "კვირის პალიტრასთან".

მისივე თქმით, კიკაბიძემ ზელენსკის საჩუქრად მისი საიუბილეოდ ჩამოსხმული კონიაკი გაუგზავნა. 

"ერთად გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები. მან არ იცის ბუბა კიკაბიძის პროდიუსერი რომ ვარ, ან რა შუაშია?! საკმაოდ კომუნიკაბელური ქალბატონი ჩანს, როგორც ერთად მგზავრობისას შევნიშნე და სურვილი გამიჩნდა ფოტოები გადაგვეღო", - ამბობს აბზიანიძე საქართველოს პრეზიდენტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×