რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) თამთა გოდუაძე ევროვიზიის 2019 წლის კონკურსზე საქართველოს ჟიურის მიერ დაწერილ ქულას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თამთა გოდუაძე ქართველ მსმენელს მადლობას უხდის.

"ჩემო კარგებო მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ , რომ არც ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, იმაში რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის. არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ) ადამიანმა თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან, და ვწუხვარ ყველაზე მეტად იმაზე , რომ მე მომიწევს ამ 5/10 ადამიანის გამო ჩემი ქვეყნის და ერის მართლება ძირითადად ბერძნებთან, კვიპროსელებთან (და არა მხოლოდ).მე ამასაც კარგად მოვახერხებ თქვენ არ ინერვიულოთ!

გიყვარდეთ ერთმანეთი", - წერს მომღერალი.

ევროვიზიის ქართველმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს, რომელიც კონკურსზე კვიპროსს წარმოადგენდა, 6 ქულა დაუწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×