„ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს“, - აცხადებს ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი სანდრა რულოვსი და იქვე დასძენს, რომ საპროტტსო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, რომელიც მთელს ქვეყანას გადაედება და თბილისში, ივანიშვილის შუშის სასახლესთან დამთავრდება. იგი საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
ვინ შუერთდება „ნაციონალცრი მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ საპროტეტსო ტალღას ჯერ-ჯერობთი უცნობია. „შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის განცახდებით, იგი არ აპირებს საკაშვილთან ერთად რაიმე აქციებში მონაწილეობას, ხოლო მისი ყოფილი თანაგუნდელები „რესპულიკური პარტიიდან“ მოლოდინის რეჟიმში არიან.
„ჯერ-ჯერობით აქციები არ დაანონსებულა. როდესაც გაცხადდება, გადაწყვეტილებას მივიღებთ იმისდა მიხედვთი, რა მოთხოვნები იქნება.
„ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ 2020 წლის არჩევნებში დავამარცხებთ „ოცნებას“ და ამაში გვჭირდება ერთიანობა. განაცხადი, რომ ოპოზიციის ერთიანობა აუცილებელია, ამაზე თანხმდება ყველა ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და იმედია, 2020 წლის არჩევნებისთვის ეს შეთანხმება მათ შიდა პლიტიკაშიც დარჩება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ „რესპულიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ.