„მთაწმინდაზე არჩევნები მართლაც რომ საჩვენებელი იყო. მიუხედავად სიმძაფრისა, პოლიტიკურ ველზე ვინც ვიყავით, პიროვნულ დონეზე ბოლომდე შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემა. ვფიქრობ, მეორე ტურში აქტივობა მაღალი იქნება და ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს კონსტრუქციას და დესტრუქციას შორის“, - აცხადებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქში ლადო კახაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.
„მეორე ტური ქართული არჩევნების ისტორიაში ახალი თემა აღარ არის და წინა არჩევნების დროსაც 10 რაიონიდან 6-ში მეორე ტურები გაიმართა. ზოგადად, შუალედურ არჩევნებში მოსახლეობის აქტივობა დაბალია, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში აქტივობა მაღალი იქნება, რადგან გადამწყვეტი ეტაპი დგება და ამომრჩეველი არჩევანს გააკეთებს კონსტრუქციას და დესტრუქციას შორის.
„გული მწყდება, რომ შალვა შავგულიძე, რომელიც ნამდვილად კონსტრუქციული პიროვნებაა, დესტრუქციულ ძალასთან აღმოჩნდა. ამას მალე თავადაც მიხვდება, თუმცა გვიანი იქნება.
„რაც შეეხება პირველ ტურს, მართლაც რომ საჩვენებელი იყო. მიუხედავად სიმძაფრისა, პოლიტიკურ ველზე ვინც ვიყავით, პიროვნულ დონეზე ბოლომდე შევინარჩუნეთ ურთიერთპატივისცემა. სულ სამი საჩივარი დაიწერა და მნიშვნელოვანი დარღვევებიც არ დაფიქსირებულა. არ ყოფილა არანიარი ზეწოლა.
„ანალიტიკური სამსახურის მიერ გაკეთებული პროგნოზით, უნდა ამეღო ხმების 43%, ავიღე 41% და ეს სულ ლადოს ხმები იყო, ანუ იმ წინადადებების, რომელიც მე შევთავაზე და მთაწმინდის ამომრჩეველმა მოიწონა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლადო კახაძემ.