რეზონანსი
21.05.2019

ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი უახ­ლო­ე­სი დღე­ე­ბის ას­ტრო­ლო­გი­ურ ტენ­დენ­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"დღეს, 21 მა­ისს მზეც და მერ­კუ­რიც, ორი­ვე ერ­თმა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით იც­ვლი­ან ნი­შანს და ტყუ­პებ­ში გა­და­დი­ან. კი­დევ უფრო მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ამ ამ­ბავ­ში კი ის იქ­ნე­ბა, რომ ერ­თსა და იმა­ვე გრა­დუს­ზე, მი­ნუტ­ზე და სე­კუნ­დზე მოხ­ვდე­ბი­ან ძა­ლი­ან მა­ლე­ვე, ანუ ზუს­ტი შე­ერ­თე­ბა ექ­ნე­ბათ. ასეთ ზუსტ შე­ერ­თე­ბას მზეს­თან კა­ზი­მი, ანუ "მზის გულ­ში ყოფ­ნა" ეწო­დე­ბა. მზი­სა და მერ­კუ­რის კა­ზი­მი და ეს არც თუ ისე ხში­რი მოვ­ლე­ნაა. და­ახ­ლო­ე­ბით, წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ ხდე­ბა. ბო­ლოს ასე­თი რამ 30 იან­ვარს იყო.

ამ დროს პლა­ნე­ტა მზი­სა­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად იმუხ­ტე­ბა, უმძლავ­რეს ენერ­გი­ებს ღე­ბუ­ლობს და იმე­დია ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლას სა­სი­კე­თოდ წაგ­ვად­გე­ბა - უფრო გო­ნი­ე­რებს და უფრო ლო­გი­კუ­რებს გაგ­ვხდის...

სამ­წუ­ხა­როდ, კა­ზი­მი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა არ გრძელ­დე­ბა. ამი­ტომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის, რა­საც სამ­ყა­რო გვჩუქ­ნის. ეს მოხ­დე­ბა 21-ში დღის 14:52-დან 22:26 სა­ა­თამ­დე პე­რი­ოდ­ში. ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რი და მერ­კუ­რი -გო­ნე­ბა ასე­ვე აბ­სო­ლუ­ტურ თან­ხვედ­რა­ში მო­დი­ან! კარ­გად და­უკ­ვირ­დით თქვენს აზ­რებს. შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იდე­ე­ბი და­გე­ბა­დოთ ამ დროს, მიხ­ვი­დეთ სა­ჭი­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე, აღ­მო­ა­ჩი­ნოთ რა­ღაც გე­ნი­ა­ლუ­რი!

აი, მომ­დევ­ნო დღე­ებს გო­ნე­ბის ზე­იმს ნამ­დვი­ლად ვე­ღარ ვუ­წო­დებთ. რად­გან ამის მერე 3 გრა­დუსს ვიდ­რე არ გა­დას­ცდე­ბა მზი­სა­გან მან­ძილს, მერ­კუ­რი "დამ­წვრად" ით­ვლე­ბა. ეს კი კარ­გი მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. 24 მა­ი­სის გამ­თე­ნი­ის 4 სა­ა­თამ­დე, ცოტა არ იყოს, ტვინს შე­საძ­ლოა გა­უ­ჭირ­დეს. ამი­ტომ არარ­ე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი გო­ნებ­რი­ვი სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა 22-23 რი­ცხვებ­ში, ვთქვათ, გა­მოც­და­ზე ან გა­სა­უბ­რე­ბა­ზე გას­ვლა, ნაშ­რო­მის წერა, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბა. ვაჭ­რო­ბა - კო­მერ­ცი­აც ვერ ქა­ჩავს ამ პე­რი­ოდ­ში, კო­მუ­ნი­კა­ცი­აც და­ბა­ლია, ტექ­ნი­კა­საც უჭირს, გან­სა­კუთ­რე­ბით მო­ბი­ლუ­რებს და ლეპ­ტო­პებს. 24-დან ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ულ კა­ლა­პოტ­ში ჩად­გე­ბა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×