თამარ შუკვანი
21.05.2019

 „როდესაც ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია, ყოველთვის გადამწყვეტი ხდება პარტიული აქტივი და დაფინანსება, შედეგებიც შესაბამისია," - ასე აფასებს 19 მაისს გამართული შუალედური არჩევნების შედეგებს კობა დავითაშვილი, რომელმაც მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყარა კენჭი.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს მთაწმინდის ოლქში მეორე ტურთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „არანაირი". მისთვის არჩევნების მეორე ტურის შედეგები არ არის საინტერესო.

„მთაწმინდის ამომრჩეველი არ ვარ და არავის ვუჭერ მხარს. მე ვიყარე კენჭი, ხალხმა მითხრა „წადი სახლშიო", სახლში ვარ და ველოდები რა მოხდება. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მაინტერესებს," - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×