რეზონანსი
21.05.2019

 2020NEWS”-ის წყაროს ინფორმაციით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილს ელაპარაკა:

“ნიკა მელია ცოტა ხნის წინ მიშას ელაპარაკა და პირდაპირ უთხრა, თუ პოლიტსაბჭოს მდივანი მე ვარ, მაშინ მე მომეცით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ახლა მე სანდრას ჭკუაზე ვერ ვივლი, საპროტესტო აქციებიც საჭიროა და შეტევაც, რისთვისაც მე მზად ვარ, მაგრამ რევოლუციას ნუ დაავანონსებთ, რადგან ეგ არ მოხდებაო, – ეს უთხრა მელიამ სააკაშვილს. 

ზუგდიდში, როდესაც არჩევნები დაინიშნა, “ნაციონალებმა” ნიკა მელიას კანდიდატურის დაყენება გადაწყვიტეს და მერე შეცვალეს – სანდრა რულოვსი დააყენეს საბოლოოდ, რის გამოც ნიკა განაწყენდა და მიშას ახლა ისიც უთხრა, რომ მისი კანდიდატურის მოხსნა შეცდომა იყო – მე მოვიგებდი არჩევნებსო. მიშა სააკაშვილმა უთხრა, ახლა დაპირისპირების დრო არ არის, “ოცნება” გვყავს დასამარცხებელი და ამ საქმეში შენი როლი რომ ძალიან დიდია, ხომ იციო. ერთი სიტყვით, ნიკა მელიამ პარტიაში პოზიციები გაიმყარა”, – განაცხადა სააგენტოსთან წყარომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×