„აჟიოტაჟი არაფრის გამო ატყდა. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ოცნება“, განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო ხალხს პარტიიდან რომ რიცხავენ. პარტიაში ყოველთვის იყო და იქნება განსხვავებული აზრი, რომელიც საჯაროდ გამოდის და კულუარებში არ იმალება“, - ასე ეხმაურება პარლამენტარი რომან გოცირიძე ხმებს იმის თაობაზე, რომ „ნაცონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებაა.
„ჩვენ ყველანი ჩამოვედით რეგიონებიდან და ვიწყებთ აქტიურ მუშაობას, პირველ რიგში, საპარლამენტო აქტიურობას. ასევე შეიკრიბება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო და შევაფასებთ განვლილ არჩევნებს, სად იყო წარმატება და სად - შეცდომები.
„რაც შეეხება აჟიოტაჟს, რომელიც არაფრის გამო ატყდა, ნიკა მელია აქტიურად მუშაობს. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის „ოცნება“, სადაც განსხვავებული აზრის გამოთქმის გამო ხალხს პარტიიდან რიცხავენ. პარტიაში ყოველთვის იყო და იქნება განსხვავებული და თავისუფალი აზრი, რომელიც საჯაროდ გამოდის და კულუარებში არ იმალება.
„ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას. რა ფორმით და როდის - ეს პოლიტსაბჭოზე გადაწყდება. გამოვიყენებთ პოლიტიკური ბრძოლის ყველა ფორმას, მათ შორის - ქუჩის აქციებს და ეს არის პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. დღე არ გავა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ქვეყანაში საპროტესტო ქუჩის აქციები არ იმართებოდეს. მხოლოდ „ოცნება“ უწოდებს ქუჩის აქციებს არეულობას. როცა თვითონ ისხდნენ კარვებში, ეს არ იყო არეულობა, ეს იყო დარეულობა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რომან გოცირიძემ.