რეზონანსი
21.05.2019

 ფოთში, ციტრუსების მეურნეობის ტერიტორიაზე არსებულ ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. წინასწარი ინფორმაციით, ის თევზაობდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ტბაში ჩავარდა. ცხედარი მაშველებმა უკვე იპოვეს.

„თევზაობის დროს ჩავარდა წყალში, სხვა დეტალები არ ვიცი. ცხედარი უკვე ნაპოვნია. ადგილზე იყო პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები და როგორც ვიცი, ახლა ექსპერტიზა უტარდება“, – განაცხადა გარდაცვლილის ახლობელმა ირაკლი ჭანტურიამ.

(1tv.ge)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×