"ამ არჩევნებმა დაადასტურა, რომ ყველა რეგიონში "ოცნებას" ალტერანტივა არ ჰყავს, რადგან ძალიან მაღალი შედეგები იყო, თუნდაც მარნეულში, ხულოში და სხვაგან. მთაწმინდაზეც მეორე ტური სრულიად ბუნებრივი მოვლენაა და ყველა დარწმუნდა, რომ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია" - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია 2019 წლის შუალედური არჩევნების შედეგებს.
"მიუხედავად იმისა, რომ იყო მცდელობა, რომ პროცესები სხვა სიბრტყეში გადაეტანათ, არჩევნებმა ყველაგან მშვიდ გარემოში ჩაირა, არ ყოფილა ისეთი ფაქტები დარღვევებისა, რომელსაც შეიძლება შედეგზე ემოქმედა.
"აღმოჩნდა, რომ ყველა რეგიონში "ოცნებას" ალტერანტივა არ ჰყავს, რადგან მაღალი შედეგები იყო, თუნდაც მარნეულში, ხულოში და ა.შ. ჩემთვის ასევე მნიშვნლოვანია პანკისის მოსახლეობის განწყობა, მიუხედავად არჩევნების წინ მომხადრი ექსცესებისა.
"რაც შეეხება მთაწმინდას, სადაც მეორე ტური გაიმართება, ძალიან ნორმალურია და ყველა დარწმუნდა, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
"ასე რომ, მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა "ქართულ ოცნებას", რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ გუნდს, ამ ნდობას მეტი გაძლიერება სჭირდება, ამისთვის კი საჭიროა მეტი რეფორმები და სასიკეთო ცვლილებები, რასაც ჩვენი მოსახლეობა მალე დაინახავს.
"რამდენიმე დღეში კალაპოტში ჩადგება ის ვნებათაღელვა, რომელსაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ავლენს "რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და ქვეყანას შემოვივლითო" - ფლორიდიდან ადვილია იძახო შეტევაზე გადადით, თქვენ თავები მანდ დაიხეთქეთ, მე აქ მშიდად გავირუჯებიო. ამ მოწოდებაზე ადეკვატური პასუხიც მიიღო;
"მე მგონი მელია ჭკუაში ჯდება და რეალურ განცხადებებს აკეთებს. ყველა კარგად ხედავს, რომ საზოგადოებაში ამის განწყობა არ არის"- განაცხადა "რეზონანსთან" ნუკრი ქანთარიამ.