რეზონანსი
22.05.2019

 (რეზონანსი) გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ყოფილი ფეხბურთელი ვახტანგ ჯაყელი დანაშაულს აღიარებს. ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე ჯაყელის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაშია მისაღები და აქედან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს.

ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ვახტანგ ჯაყელს გირაო შეეფარდოს, მისი ოდენობა კი სასამართლომ განსაზღვროს.

თავის მხრივ, პროკურატურა ჯაყელისა და კიდევ სამი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×