(რეზონანსი) საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ოპოზიცია წინ მიიწევს და მოთქმის დრო არ არის.
„მოთქმა, რომ ვაიმე ყველაფერი ცუდად არის, ვაიმე რა გვეშველება, უნდა დავივიწყოთ! ბოლო შუალედურმა არჩევნებმაც აჩვენა, რომ მაგრად მივიწევთ წინ, გამოკითხვები ნახეთ?! პირველად „ნაციონალური მოძრაობა" გაუტოლდა „ოცნებას" გამოკითხვებში, სადაც როგორც წესი ადამიანები სიმართლეს არ ამბობენ.
ეს ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ გვაქვს ორმაგი უპირატესობა და ეს მხოლოდ გაიზრდება" - განაცხადა სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში.
19 მაისს საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნები ჩატარდა. მთაწმინდის ოლქის გარდა, პირველ ტურში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა.