ელზა პაპოშვილი
22.05.2019

 ბრძოლა მთაწმინდის მოსაგებად - რა შანსები აქვს ოპოზიციას მეორე ტურში გამარჯვების, იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა გამოუცხდებს თუ არა შალვა შავგულიძეს მხარდაჭერას. ვინ გახდება მთაწმინდის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში ეს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მეორე პირველი ტურიდან 25 დღეში უნდა გახდეს ცნობილი.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადებების ფონზე და რიგი მიზეზების გათვალისწინებით, შალვა შავგულიძეს გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს, თუ მათ შორის მაქსიმალური კონსოლიდაცია და შეთანხმება არ მოხდა.

მათი აზრით, მეორე ტურში ამომრჩეველი როგორც ყოველთვის პასიურია, მითუმეტეს მთაწმინდაზე პირველ ტურშიც საკამოდ დაბალი აქტივობა იყო. ამიტომაც ხელისუფლების ყუარდღება ახლა უკვე მთლიანად მთაწმინდისკენ იქნება გადატანილი და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებას ოპოზიციისგან განსხვავებით უფრო შეძლებს.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების შედეგებით, მთაწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა, ვლადიმერ კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ევროპული-საქართველო" -„თავისუფალი-დემოკრატების" საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელმა შალვა შავგულიძემ 36, 83 %.

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიციას მთაწმინდაზე მეორე ტურში გამარჯვების ძალიან მცირე შანსი აქვს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს კი პრინციპში ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმა იქნება, რადგანაც რასაც ახლა ვხედავთ, იგივე სურათს 2020-ში მივიღებთ. ლაგაზიძე ამბობს, რომ თუ ახლა ვერ ხერხდება მთაწმინდაზე ერთი ადამიანის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება, მაშინ ძნელად წარმოსადგენი არ უნდა იყოს საპარლამენტო არჩევნებისთვის რა შეიძლება მოხდეს.

„ახლა შალვა შავგულიძისთვის მხადაჭერა, არცერთ ოპოზიციური პარტიისთვის თუ ლიდერისთვის დამაზიანებელი არ იქნება. მათი განცხადებები საბოლოო ჯამში ეს ხელისუფლებისთვის დიდი საჩუქარია. ეს მხოლოდ „ნაციონალების" მარცხი არ იყო, რაც შაულაედური არჩევნების დროს მოხდა, ეს მთლიანი ოპოზიციის წაგებას ნიშნავს.

"ჭიათურა ან ზესტაფონი, რომ ავიღოთ, რამდენი ოპოზიციის კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ამ კანდიდატებმა ის ვერ მოახერხეს, რომ ხელისუფლების კანდიდატი მაქსიმუმ მეორე ტურში მაინც გადეყვანათ. მითუმეტეს საქართველოში მოსახლეობის მთავრობის მიმართ ასეთი საპროტესტო განწყობაა. პირველ ტურში ხელისუფლემა იმიტომ გაიმარჯვა, რომ ოპოზიციის მხადასაჭერად ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. ეს არჩევნები სრულიად ოპოზიციის მარცხი იყო და „ნაციონალებისკენ" მხოლოდ ხელის გაშვერა სწორი საქციელი არ მქგონია",-აცახდებს ლაგაზიძე „რეზონანსთან".

მისივე თქმით, მთაწმინდაზე მეორე ტური ორმა ფაქტორმა განაპირობა. ერთია ხელისუფლებამ მთაწმინდას განსაკუთრებული ყურადღება არ დაუთმო და მეორე მიზეზი ის იყო, რომ შავგულიძეს როგორც სიმბოლოს, ამომრჩეველმა ხმა მისცა. ამით რეალურად ამომრჩეველმა პროტესტი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პოლიტიკის გამო გამოხატა. ამ შემთხვევაში კი შავგულიძე ასოცირდებოდა იმ მოსამართლეებთან მებრძოლ ადამიანად, რომლებიც ხელისუფლებამ კალთის ქვეშ შეიფარა.

„შავგულიძის მხარდაჭერის არ გამოცხადების პარალელურად ყველა არგუმენტი, რომელსაც ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი ასახელებს, ქარწყლდება იმ მიზანთან შედარებით, რასაც ხელისუფლების დამარცხება ქვია. თუ ოპოზიციას ეს მიზანი აქვს რეალურად, მაშინ ყველა სხვა მიზეზს გვერდით გადადებს და ამ სცენარს 2020 წლისთვის გამოცდის. გაიგონ რეალურად საერთო ოპოზიციური კანდიდატი ხელისუფლებას მოერევა თუ არა",-აცხადებს ლაგაზიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×