რეზონანსი
23.05.2019

 საშინელი ტრაგედია დატრიალდა ცოტა ხნის წინ სუფსაში. ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.  შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა ათიოდე წუთის წინ მოხდა. დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი.

როგორც "პრაიმტაიმის" უწყებაში დაუდასტურეს, შეჯახების შედეგად გარდაიცვალა მძღოლი და მისი სამი მგზავრი. გამოძიება 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×