გამაოგნებელი ტრაგედია დატრიალდა 21 მაისს, კასპის რაიონის სოფელ აღაიანში, სადაც, არსებული ინფორმაციით, 7 თვის ბავშვი არასრულწლოვამა დედამ საწოლში გაგუდა, რის შემდეგაც სახლიდან გაიქცა. განგაში გამთენიას ბავშვის მამამ მას შემდეგ ატეხა, როცა ჩვილი გარდაცვლილი ნახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის დედა თბილისში, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავა. იმასაც ამბობენ, დედას კასპიდან თბილისში გადაადგილებაში ვიღაც ეხმარებოდა. თუ ეს დადასტურდა, შესაძლოა საქმეში ახალი ფიგურანტიც გამოჩნდეს და მას დანაშაულის დაფარვაში დასდონ ბრალი.
მეზობლები იმასაც ამბობენ, გოგოს სუსტი ფსიქიკა ჰქონდა და ბოლო დროს დამამშვიდებლებს სვამდაო.
მათი თქმით, ბავშვის ტირილი განსაკუთრებით აღიზიანებდა.
მომხდარზე ლაპარაკი უჭირთ ოჯახის წევრებს. ბრალდებულის მეუღლეს სოფელში დადებითად ახასიათებენ. ამბობენ, რომ ის კონფლიქტური ადამიანი არ არის. სპორტს მისდევდა, მოჭიდავეა. "გამოძიება მიდის. ოჯახურ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. ბავშვის მამა კონფლიქტური ადამიანი არ არის, სპორტსმენია. ვერც ვერსიებზე ვიტყვი ვერაფერს, ჯობია დაველოდოთ სამართალდამცავებს. ეს გოგო დასავლეთ საქართველოდან იყო. არასოდეს მიგვიღია შეტყობინება, მათ ოჯახში კონფლიქტებზე, რა მოხდა, არ ვიცი", – ამბობს მერის წარმომადგენელი სოფელ აღაიანში, ზურაბ ქურასბედიანი.
(კვირის პალიტრა)