რეზონანსი
23.05.2019

 აღაიანში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ოჯახში სამეზობლოში უმძიმესი მდგომარეობაა. მომხდარზე საუბარი არავის სურს. მცირე კომენტარი მომხდარზე ჟურნალისტებთან გააკეთა ოჯახის ნათესავმა. ის ადასტურებს, რომ არასრულწლოვან გოგოს ოჯახში კონფლიქტი ჰქონდა. ცოლ ქმარი სმს-ების წერის გამო ერთმანეთში ჩხუბობდნენ. “მეუღლე სმს-ების მიმოწერას უშლიდა. – ვის წერ და ურეკავ, მაინტერესებსო, – ეუბნებოდა”, – ამბობს იგი. 

ტრაგედიის ირგვლივ სხვადასხვა ვერსია ტრიალებს. ერთი ვერსიით, ვერსიით, მომხდარი ტრაგედია გოგოს ფსიქიკურ მდგომარეობას უკავშირდება. ის არ იყო მზად დედობისთვის და შვილის გაჩენის შემდეგ განსაკუთრებულად ნერვული გახდა.

ბრალდებული ძალიან პატარა ასაკში გათხოვდა. როგორც მეზობლები ამბობენ, ბიჭის ოჯახში არ სურდათ ასეთი პატარა გოგო მოეყვანათ რძლად, მაგრამ გოგო თურმე თავის მოკვლით იმუქრებოდა და ეს ოჯახი შეიქმნა. მერე გაჩნდა პატარა, რომელსაც 16 წლის გოგო ზრდიდა და უცებ ამხელა ტრაგედია დატრიალდა.

კონკრეტულად რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა, ეს დეტალები ჩვენთვის უცნობია. უცნობია ჩვილის მკვლელობის რეალური მოტივიც. დედისთვის წაყენებული ბრალი უმძიმესია. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზეა აღძრული და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჩვილის დედას 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

(პალიტრა)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×