რეზონანსი
23.05.2019

 სუფსაში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად დაღუპულია ორი ძმა და მათი ნათესავი რომელიც ავტომობილს მართავდა, ასევე ერთ-ერთი ძმის მეუღლე, რომელიც ორსულად იყო. მომხდარ ავარიას შემთხვევით შეესწრო ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ბატონი ბესო ამბობს, რომ ასეთი კადრები ცხოვრებაში არ უნახავს: „საშინელებაა, სიტყვებით ძნელია რამის გადმოცემა. ამ დილით სრულიად შემთხვევით შევესწარი ფაქტს. სავარაუდოდ, წვიმის გამო მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა და სატვირთოს მთელი ძალით შეეჯახა. ადგილზე ყველა დაიღუპა. მანქანა ისეა დაზიანებული, რომ მათი გადმოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×