რეზონანსი
23.05.2019

 ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანაც მადანის გატანა ხდება. ჭიათურ-მანგანუმის მთავარი საწარმოს გარდა, პარალიზებულია 18-ვე ის მცირე საწარმო, სადაც ნედლეულს მოიპოვებენ.

"არის ქალაქის გასასვლელები გადაკეტილი, რომ გარეცხილი მანგანუმი არ გავიდეს ქალაქიდან. ზესტაფონმა თუ მიიღო მანგანეცი, ჩვენ საერთოდ არავინ მოგვაქცევს ყურადღებას", - განაცხადა ირაკლი ქაშაკაშვილმა.

თუ დღის ბოლომდე მათი მოთხოვნები არ შესრულდება, მუშები ისევ პირის ამოკერვას აანონსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×