რეზონანსი
24.05.2019

 (რეზონანსი) ქუთაისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ერთ კილომეტრში მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

მოსახლეობას პრობლემას სამხედრო ჰოსპიტლის ყოფილი ტერიტორია უქმნის. 4 ჰექტარი ფართობის ტერიტორია, რომელიც ადგილობრივებისთვის რეკრეაციული ზონის ფუნქციას უნდა ასრულებდეს, ქვეწარმავლების თავშესაფრად არის ქცეული. პრობლემას ქმნის ისიც, რომ შენობის ერთი მხარე ინგრევა და შესაძლოა ნგრევას მსხვერპლი მოჰყვეს.

„ადგილზე არიან ქვეწარმავლები და მოსახლეობა შეშინებულია. გასულ წელს ქვეწარმავლები სახლების ეზოებში ნახეს. არავინ თავს არ იწუხებს ამ ადგილის მოვლაზე. ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა მათგან ყურადღება არ ყოფილა", - ამბობს ნინო თვალავაძე.

სარაჯიშვილის ქუჩის მოსახლეობის პრობლემაზე ქუთაისის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ისინი კერძო საკუთრებას ვერ შეეხებიან. ქალაქის ტერიტორიაზე ქვეწარმავლებთან ბრძოლა მერიის ააიპ „სპეციალურ სერვისებს" ევალება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეწარმავლების საწინააღმდეგო შეწამვლის კუთხით მომართვიანობა დიდია და სამუშაოები მიმდინარეობს.

პრიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×