რეზონანსი
25.05.2019

 საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაციას ავრცელებს: 

"შეიძლება დადასტურებულად ითქვას, რომ მოლოდინი დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებით არ აღმოჩნდა რეალური. დილიდან გრძელდება კლდოვანი საფარის ნგრევა, გაყვანის ნაცვლად, მძიმე ტექნიკა დაამატეს”.

იგი ადასტურებს, რომ გუშინ გაჩნდა მოლოდინი, რომ სამუშაოები შეწყდებოდა, დღევანდელი ინფორმაციით კი, აზერბაიჯანის მხარემ გზის გაყვანის სამუშაოები არ შეწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×