„ჩვენ სოლიდარულები ვართ აქციის მონაწილეების მიმართ და ვთლით, რომ მათი მოთხოვნები არის სამართლიანი. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე მიავლინა მედიატორი და რამდენადაც ვიცი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი აპირებს გაიმართოს მოსმენა „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართელობის წარმომადგენლებთან“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომერე აკაკი ზოიძე ჭაითურაში გამართულ საპროტეტსო აქციას, რომელმაც უკვე მთელი ქალაქი მოიცვა.
ცნობისთვის, 15 ადამიანი, რომელიც 9 დღეა ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ და რამდენიმე მათგანმა პირიც კი ამოიკერა, კარვებიდან დროები გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქუჩაში გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ვიდრე შედეგი არ დადგება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
„ჩვენ სოლიდარულები ვართ აქციის მონაწილეების მიმართ და ვთლით, რომ მათი მოთხოვნები სამართლიანია, რომელიც ეხება ხელფასების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ჯანდაცვის სამინისტრომ, უკვე მიავლინა შრომის დავებთან დაკავშირებით მედიატორი და რამდენადაც ვიცი პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი აპირებს გაიმართოს მოსმენა „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველობის წარმომადგენლებთან.
„ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე უწევთ მაღაროში ჩასვლა, მათი შრომის პირობები გაუსაძლისი არ იყოს და მაქსიმალურად იქნას დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნები. მაგრამ ამისთვის ორივე მხარემ უნდა შეძლოს მოლაპარკება, რადგან მთლიანად სამუშაოების შეწყვეტა არ მოხდეს.
„რა თქმა უნდა, მავანთა მხრილდან არის მცდელობა ეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახადოს, მაგრამ საქმე ადამიანების ბედს ეხება და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. პირადად მე მაქვს მოლოდინი, რომ კონსენსუსამდე მივალთ“, - განაცხადა „რეზონანსთან“ აკაკი ზოიძემ.