ტატა შოშიაშვილი
25.05.2019

 „ტექნიკა გაყვანილია და არ მუშაობს. შეჩერებულია ყველაფერი", - განაცხადა „რეზონანსთან" სატელეფონო საუბრისას საპარტიარქოს პრესცენტრის ხელმძრვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც ამჟამად დავით გარეჯში იმყოფება.

„ახლა სწორედ იმ ქედზე ვართ, საიდანაც ჩანს გზის გაყვანასთან დაკავშირებული სამუშაოები. ამჟამად ტექნიკა გაყვანილია და არ მუშაობს. შეჩერებულია ყველაფერი, უბრალოდ ძალიან ახლოსაა მიყვანილი თითონ ტაძართან", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძე.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული მხარის მიერ 28 მაისს დაანონსებული აქციის შესახებ არაფერი იცის:

„არაფერი ვიცი. აზერბაიჯანი რას გეგმავს, ჩვენ ნაკლებად ვიცით", - ამბობს ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×