რეზონანსი
26.05.2019

 (რეზონანსი) საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების პარალელურად, ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე რუსული სიმბოლიკა გამოჩნდა.

რუსეთის დროშები და ტრანსფარანტები წარწერით "RUSSIA" - მსვლელობა როსტოვიდან ჩამოსულმა ანსამბლმა გამართა, რომელიც ბათუმში სხვა ანსამბლებთან ერთად, ფესტივალის ფარგლებში იმყოფებიან.

"ეს გააკეთა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან. ჩვენ ისინი უკვე დავსაჯეთ, მსვლელობაში აღარ მონაწილეობენ და არც საღამოს დაჯილდოვების დროს იქნებიან", - ამბობს "ბათუმელებთან" ფესტივალის "ოქროს დელფინის" ორგანიზატორი ანჟელა ქამუშაძე.

მისივე თქმით, მან არ იცის, რატომ გააკეთეს ეს ფესტივალის მონაწილეებმა და ფესტივალში მონაწილეობას ვერ შეუზღუდავდა იმ ადამიანებს, რომლები ეთნიკურად რუსები არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×