ია აბულაშვილი
27.05.2019

 "არ გამიკვირდება, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას თუ დაუბრუნებს და მაღალ თანამდებობასაც შესთავაზებს, რადგან ვინც რა უნდა ის თქვას, სააკაშვილი ძალიან ძლიერი და ატომური ენერგიის მატარებელი პოლიტიკოსია"- ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პეტრო პორშენკოს უკანონო ბრძანების გაუქმება სურს.

თავად ზელენსკიც აცხადებს, რომ მუშაობენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის უკანონო ბრძანების გაუქმებაზე.

"რადგან უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება უკვე გააკეთა, რომ მუშაობენ, სააკაშვილისთვის უკანონოდ ჩამორთმეული მოქალაქეობის ბრძანების გაუქმებაზე, არ გამიკვირდება, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნონ.

"ვინც რა უნდა ის თქვას საკაშვილზე, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილი უზადოდ ნიჭიერი პოლიტიკოსია და ატომური ენერგიის მატარებელი. მან ბევრი კარგი რამ გააკეთა საქართველოში, ბევრი კანონებიც შექმნა, მაგრამ შემდეგ ეს კანონები თავადვე დაარღვია და ეს არ აპატია ხალხმა.

"არც ის გამიკვირდება, თუ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სააკაშვილს მოქალაქეობის დაბრუნებასთან ერთად მაღალ თანამდებობასაც შესთავაზებს.

"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილი დათანხმდება შეთავაზებულ წინადადებას, რომ უკრაინის მთავრობაში მაღალი თანამდებობა დაიკავოს და სწორიც იქნება, ანუ იქ გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგან საქართველოში იგი ჯერ-ჯერობით ვერ დაბრუნდება"- განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×