(რეზონანსი) ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხვდებიან აგრესიით, ამიტომ უკან მომყავს ჯგუფები ჭიათურიდან, "რუსთავი 2-ს" ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება - ამის შესახებ განცხადებას "რუსთავი 2"ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აკეთებს.
"რამდენიმე სიტყვით მინდა გამოვეხმაურო ჭიათურაში შექმნილ მდგომარეობას.. ძალიან უცნაური ვითარებაა, ჩვენს გადამღებ ჯგუფებს ხვდებიან აგრესიით, ამიტომ უკან მომყავს ჯგუფები ჭიათურიდან. მათ არ მოსწონთ ჩემი პოზიცია, რასაც სოციალურ ქსელში ვწერ და სწორედ ამიტომ ერჩიან ჩემს თანამშრომლებს. არ გინდათ რომ გავაშუქოთ ჩვენი პრობლემები? ნუ გინდათ! ჩვენ არ მივიყვანთ საქმეს იქამდე რომ ჩემს ჟურნალისტებზე თავდასხმა გახორციელდეს.
ასეთი შემთხვევები ადრეც ხდებოდა, მათ შორის ქუთაისშიც, რაც ძალიან საეჭვოა. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და მგონია, რომ სწორადაც ვფიქრობ. ამიტომ, არასდროს ჩემი აზრის გამოხატვისთვის ბოდიშს არ მოვიხდი. ჯერ ხმა მიეცით, მერე "რუსთავი 2-ს" ჯგუფები გამოუგდეთ, შემდეგ გვარამია აგინეთ, ეს თქვენი პრობლემაა, რუსთავი 2-ს" ამით ვერაფერს დაუშავებთ, უბრალოდ თქვენი აქციები აღარ გაშუქდება და მასზე რეაგირეაბა არ იქნება." - აცხადებს გვარამია.